22 April 2009

The American Dollar


ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ერთ დოლარიანი ბარაქის მომტანი იყო. საიდან მოდიოდა ეს ცრურწმენა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მშობლების თაობას და ძალიან ბევრ ჩვენგანს ეს კუპიურა ყოველთვის გვედო (ბევრს ალბათ ახლაც უდევს) საფულეში,ერთი მარტივი მიზეზის გამო - ”ფული იცისო”:)

12 April 2009


არტ ნუვოს კიდევ ერთი მაგალითი ეროვნული ბანკის შენობაა. სამწუხაროდ ცუდი ხარისხის ფოტოა, მაგრამ იმედია დღეიდან, როდესაც ამ ადგილზე მოხვდებით აუცილებლად დააკვირდებით:)
ჯერ-ჯერობით ინტერნეტში არ მოიპოვება საქართველოში არსებული არტ ნუვოს შედევრების ფოტოები, მაგრამ ვეცდები შემდეგ პოსტებში დაგისახელოთ ეს შენობები, რომ თქვენ თვითონ მაინც შეძლოთ დაკვირვება:)

04 April 2009

კენას შავ-თეთრი სამყარო



ჩემი კიდევ ერთი აღმოჩენა,ამ ბოლო პერიოდში,56 წლის ინგლისელი ფოტოხელოვანი მაიკლ კენაა.მას შემდეგ, რაც ის თბილისს ესტუმრა და ”ქარვასლაში” პერსონალური გამოფენაც გამართა,უამრავი ადამიანი დაინტერესდა მისი ბიოგრაფიით და მათ შორის ვარ მეც.ინტერესის ძირითადი მიზეზი მაიკლ კენას ყველასაგან გამორჩეული ნამუშევრები გახდა.ინგლისელ ფოტოგრაფს სხვა ფოტო ხელოვანებისგან თავისი ძალიან ინდივიდუალური სტილი და ფოტოხელოვნების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება გამოარჩევს.კენა იღებს პეიზაჟებს,თუმცა ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლის-ფერის გარეშე. მისი ფოტოები ყოველთვის შავ-თეთრია. ძალიან ძნელია გადაიღო შავ-თეთრი პეიზაჟი,მაგრამ ამავდროულად მოახერხო იმ ყველა ფერის აღქმადობის შენარჩუნება,რომელიც ამ კადრს რეალურად აქვს.მაიკლ კენა ამას ნამდვილად ახერხებს.

არტ ნუვო, Art nouveau, Jugendstil



არასოდეს არ მესმოდა რატომ მოსწონდათ ჩემზე დიდ ადამიანებს ანტიკვარები, ძველი ნივთები. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ასეთი ნივთებით ”გამოტენილი” სახლები ადამიანებს თრგუნავდა (პირადად ჩემზე ასე მოქმედებდა). არ მომწონდა ძველი შენობა-ნაგებობები. ყოველთვის მინდოდა, რომ მეცხოვრა სუპერ თანამედროვე ქალაქში, სადაც მინის ცათამბჯენები და თანამედროვე არქიტექტურის მქონე შენობები იქნებოდა.(ახლა დავაფიქსირე, რომ შეიძლება ამიტომაც მიყვარს ნიუ იორკი.

ამ ბოლო დროს კი უფრო და უფრო მეცვლება შეხედულება ძველ ნივთებსა თუ შენობებზე. მართალია, ანტიკვარებით სავსე სახლები ახლაც არ მხიბლავს, თუმცა გარკვეულ ესთეტიურ სიამოვნებას მაინც მანიჭებს. რაც შეეხება შენობებს, ვამჩნევ,რომ ვაკვირდები შენობების ყველა დეტალს, განსაკუთრებით ქალაქის ძველ უბნებში. შეიძლება ასჯერ მაქვს ჩავლილი, თუნდაც ვერაზე და არასოდეს შემიმჩნევია სახლები, რომლებიც წლების განმავლობაში აქ დგას. ეხლა კი ვაკვირდები აივნებს, ჩუქურთმებს, ფანჯრებს, მოკლედ ყველაფერს და ვხვდები, რომ ძალიან მიძნელდება მათგან მზერის მოწყვეტა.

სწორედ ამიტომ დავინტერესდი ხელოვნების ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულებით art nouveau-თი (Jugendstil). შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს მის შესახებ,პირადად მეც ახლახანს გავიგე და ხელოვნების ამ მიმდინარეობამ ჩემზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.
არტ ნუვო ყველაზე ახლოს აღმოჩნდა ჩემს პიროვნებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს ვიცხოვრებდი ესეთი სტილით მოწყობილ სახლში, მაინც ვთვლი, რომ ასეთი სახლები ხელოვნების ნიმუშებია.

ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ არტ ნუვომ, ჩვენს რეგიონში, მხოლოდ საქართველოში მოიკიდა ფეხი და კერძოდ თბილისში ძალიან ბევრი შენობაა ამ სტილით აშენებული. ვეცდები მოვიძიო უფრო მეტი ფოტო და შემდეგ პოსტებში გაგაცნოთ. დამიჯერეთ თქვენც გაგიკვირდებათ იმდენ ახალ დეტალს აღმოაჩენთ თქვენთვის კარგად ნაცნობ შენობებში.

არტ ნუვომ პოპულარობა მეოცე საუკუნეში მოიპოვა. მისი გავლენა გლობალურია. არტ ნუვოს შეხვდებით ძირითადად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მიმდინარეობა გავრცელდა როგორც არქიტექტურაზე, ასევე ხელოვნების სხვა დარგებზეც, როგორებიცაა ფერწერა, გრაფიკა, ავეჯის დიზაინი, ჭურჭლის დიზაინი და მრავალი სხვა. არტ ნუვოს ძირითადი მიზანი იყო ხელოვნება დაეახლოვებინა რეალობასთან, ადამიანების ყოფასთან. არტ ნუვოს მიმდევრებს სურდათ შეეცვალათ ადამიანების აზრი ხელოვნების შესახებ. ისინი თვლიდნენ, რომ ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს ის საგნები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღე ვიყენებთ.

ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა თქვენთვის ამ მიმდინარეობის შესახებ. მინდა გაჩვენოთ ყველაფერი რაც მე ვნახე, მაგრამ ეს შეუძლებელია. (ბლოგის ფორმატიდან გამომდინარე). დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენთვითონ გაგიჩნდებათ სურვილი, შეხვალთ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელ ვიკიპედიაში და გაეცნობით არ ნუვოს შედევრებს:)

ასე რომ გირჩევდით ნახოთ არტ ნუვოს ცნობილი მიმდევრების როგორებიც არიან: Hector Guimard, Emile Gallé, Victor Horta, Gustav Klimt, Charles Rennie Mackintosh, Alfons Mucha, René Lalique, Antoni Gaudí and Louis Comfort Tiffany არაჩვეულებრივი ნამუშევრები.