03 December 2009

ვირუსული მარკეტინგის მაგალითი : ეთანხმებით თუ არა?

ეს არის რეკლამა, რომელმაც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია ე.წ ”რეკლამშიკების” ყოველწლიურ კონფერენციაზე, თუმცა ვიდეოს ინტერნეტით გავრცელების შედეგად გამოჩნდნენ ქალბატონები, რომლებმაც რეკლამაში სექსიზმის ნიშნები აღმოაჩინეს.

ვიდეო 700.000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა YouTube-ის მეშვეობით და საკმაოდ კარგი შეფასებაც დაიმსახურა (5 ვარსკვლავი, მაგრამ ამასთან თქვენ შეგიძლიათ იხილოთ უამრავი განაწყენებული ქალბატონის კომენტარიც.

სარეკლამო რგოლი მთავარი მესიჯი ასეთია ”თქვენ იმსახურებთ იცოდეთ რა ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს თქვენი საწმენდი საშუალებები”, ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს :"You deserve to know what chemicals are in your cleaners."

ვიდეოს ყველამ თავისი ინტერპრეტაცია მოუნახა, საინტერესოა თქვენი აზრი, რას ემსახურება ეს სარეკლამო რგოლი?


http://www.youtube.com/watch?v=ydFyzqQnZNQ

02 December 2009

ბლოგი ყველა ორგანიზაციას სჭირდება

ბლოგინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართულ საზოგადოებაში, თუმცა ჯერ-ჯერობით არა კომპანიებში. საჭიროა გარკვეული დრო, რათა საქართველოში არსებული ორგანიზაციები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბლოგი, მართლაც ძალიან დიდი სარგებლის მომტანია მათთვის. რამდენიმე რჩევა იმ კომპანიებს, ვისაც ჯერ არ გააჩნიათ მყარი არგუმენტები თუ რაში შეიძლება გამოიყენონ ბლოგი და რა შედეგს მოუტანს ის მათ.