02 December 2009

ბლოგი ყველა ორგანიზაციას სჭირდება

ბლოგინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქართულ საზოგადოებაში, თუმცა ჯერ-ჯერობით არა კომპანიებში. საჭიროა გარკვეული დრო, რათა საქართველოში არსებული ორგანიზაციები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ბლოგი, მართლაც ძალიან დიდი სარგებლის მომტანია მათთვის. რამდენიმე რჩევა იმ კომპანიებს, ვისაც ჯერ არ გააჩნიათ მყარი არგუმენტები თუ რაში შეიძლება გამოიყენონ ბლოგი და რა შედეგს მოუტანს ის მათ.



1. ბლოგი არაჩვეულებრივი საშუალებაა საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. ძალიან ცოტას თუ აინტერესებს კომპანიების კორპორატიული ვებ გვერდები, სადაც ინტერაქციის დონე ხშირ შემთხვევაში ნულის ტოლფასია. ადამიანებს უფრო მეტად აინტერესებთ ის, თუ რას ამბობენ მათი მეგობრები თქვენს შესახებ, ისინი, ვისაც უკვე იცნობენ და ენდობიან. მანამდე, სადამ მოგისმენენ თქვენ, ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ მეგობრის აზრს. ბლოგი არის კარგი საშუალება ეკონტაქტოთ საზოგადოებას, როგორც ნამდვილი მოკვდავი ადამიანი და არა როგორც კორპორაცია. დაპოსტეთ თქვენს ბლოგზე ის, რისი მოსმენაც ხალხს უნდა თქვენგან და არა ის რისი თქმაც თქვენ გინდათ. აქციეთ თქვენი ბრენდი ადამიანად, ისე, რომ საზოგადოებას მოუნდეს თქვენთან საუბარი.
2. მოიპოვეთ ნდობა. თუ თქვენი ბლოგი უზრუნველყოფს ორმხრივ კომუნიკაციას, არის გულახდილი, ეხმარება საზოგადეობას უკეთესად შეიცნოს თქვენი ბრენდი, დროთა განმავლობაში თქვენ აუცილებლად მოიპოვებთ ნდობას. აუცილებელია მოუსმინოთ თქვენს მკითხველებს. გაითვალისწინოთ მათი შენიშვნები, კომპლიმენტები თუ კრიტიკა, მხოლოდ ამის შემდეგ ხალხი თავად გადაწყვეტს გენდოთ თუ არა თქვენ.
გამოიყენეთ იმ ადამიანების ციტატები, ვისაც მიიჩნევთ ამის ღირსად. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ თქვენი კომპანია არაჩვეულბრივია, მაგრამ თქვენ სხვების წარმატებასაც აღიარებთ.

3. გამოიყენეთ ლიდები. კარგი ლიდი კარგი სტატიის საწინდარია. თუ თქვენს პოსტს კარგი ლიდი აქვს, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ თქვენ მოგისმენენ. საზოგადოება უნდა დააინტერესოთ. ლიდი კი ამის კარგი საშუალებაა. აიძულეთ მკითხველი განაგრძოს კითხვა. დღევანდელ დღეს ადამიანებს უფრო ნაკლები დრო აქვთ გრძელი და უსასრულო პოსტების საკითხავად, ამიტომ საჭიროა ლიდით დააინტერესოთ ისინი.

4. მუდმივად ეკონტაქტეთ თქვენს მკითხველს. ეცადეთ დაწეროთ პოსტები ყოველდღიურად, თუნდაც რამდენიმე წინდადადება მაინც. გააცანით საზოგადოებას ნებისმიერი თითქოსდა უმნიშვნელო დეტალიც კი თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ. დემოკრატიულ საზოგადოებას აქვს მოთხოვნილება იყოს მუდმივად ინფორმირებული, ხოლო თუ თქვენ მათ თქვენი ორგანიზაციის მუშაობის შესახებ ყველა დეტალს გააცნობთ, თქვენ აუცილებლად მოიპოვებთ ნდობას. თუ თქვენ საზოგადოება გისმენთ, უფრო დიდი შანსია იმისა, რომ მიიღებენ თქვენს წინადადებას. (მარტივი ლოგიკა
შესაძლოა ყველამ არც წაიკითხოს ყოველდღიურად თქვენი პოსტები, მაგრამ მათ ეცოდინებათ, რომ თუ დასჭირდათ აუცილებლად მიიღებენ უახლეს ინფრომაციას თქვენს შესახებ.

5. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ მიაწვდით მუდმივად ახალ ინფორმაციას საზოგადოებას, მათ გაუჩნდებათ მოსაზრება, რომ თქვენ ერთადერთი საიმედო წყარო ხართ, საიდანაც შეუძლიათ ახალი ინფორმაცია მოიპოვონ თქვენი კომპანიის შესახებ და ყოველთვის, როდესაც თქვენს ორგანიზაციაზე რამეს იტყვიან, ადამიანები პირველ რიგში თქვენს ბლოგზე გადაამოწმებენ ინფორმაციას. ეს გაძლევთ საშუალებას გარკვეულწილად მართოთ თქვენი აუდიტორიის აზრი. ყოველი შემთხვევისთვის, მიაწოდოთ მათ ის ინფორმაცია, რომელიც თქვენ მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ და რომელიც მათ ასე აინტერესებთ.

6. კრიზისულ სიტუაციებში ბლოგი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. თუ თქვენ ყველა ზემოთ აღნიშნულ პუნქტს დააკმაყოფილებთ, თქვენ აუციელბლად გაიჩენთ ლოიალურ მიმდევრებს, რომლებიც მაქსიმალურად ინფორმირებულები იქნებიან თქვენი საქმიანობის შესახებ და მაშასადამე აუცილებლად დაგიჭერენ მხარს კრიზისის გადალახვის დროს.

1 comment:

Sophie שרה Golden said...

მე უკვე გულისრევის შეგრძნებას მიჩენს ეს ბლოგომანია :| არ ვიცი, ასე ვგრძნობ და რა ვქნა. ხალხს უკვე ბლოგი, ვებსაიტი და ყველაფერი ერთმანეთში ერევა :(

Anka, glad you're back!!!