
ბავშვობიდან ვიცოდი, რომ ერთ დოლარიანი ბარაქის მომტანი იყო. საიდან მოდიოდა ეს ცრურწმენა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მშობლების თაობას და ძალიან ბევრ ჩვენგანს ეს კუპიურა ყოველთვის გვედო (ბევრს ალბათ ახლაც უდევს) საფულეში,ერთი მარტივი მიზეზის გამო - ”ფული იცისო”:)
რამდენიმე წლის წინ კი ყველამ ძალიან სწრაფად გაიგო ახალი ინფორმაცია. თურმე ერთი დოლარი ეშმაკისეული კუპიურა ყოფილა და უბედურება მოაქვს,რადგან უკანა მხარეს თვალი ახატიაო...
ამან ძალიან ბევრი შეაშინა და სამუდამოდ დაავიწყა ამერიკული დოლარი...
მეც დიდი ხნის განმავლობაში მედო ეს კუპიურა საფულეში. დღეს კი ერთი საინტერესო ვიდეო ვნახე. თურმე ჩვენთვის ესე კარგად ნაცნობი კუპიურა ძალიან ბევრ საიდუმლოს ინახავს...რამდენად მართალია ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ვიდეოს ავტორი დეტალურად აღწერს კუპიურას და გვიყვება,რომ ფულს ის მასონები ბეჭდავენ, რომლებიც მთელს მსოფლიოს აკონტროლებენ. ის უამრავი დეტალი კი, რომელიც ერთ დოლარზეა გამოსახული მათი საიდუმლო საზოგადოების სიმბოლოებია. ამ იდუმალებით მოცულ ნიშნებს შორის არის მინიატურული ბუც, რომელიც დარწმუნებული ვარ შემჩნეული არ გექნებათ:) ასევე ერთ დოლარიანზე ძალიან აქტუალურია ციფრი 13. კუპიურაზე გამოსახული ერთიანების რაოდენობიდან დაწყებული, პირამიდის შრეებით (რომლის თავზეც ცნობილი თვალია გამოსახული), არწივთან გამოსახული ფოთლების ისრებისა და ვარსკვლავების რაოდენობით დამთავრებული ყველაფერი ”თარსი” 13-ია. მოკლედ ჯობია თქვენთვითონ ნახოთ ვიდეო და შეაფასოთ.
წარმომიდგენია იმ ადამიანების რეაქცია, ვინც თვლის, რომ 13 თარსი ციფრია:))ალბათ ერთ დოლარიანს საერთოდ ხელს აღარ ახლებენ:)
http://www.youtube.com/watch?v=1HgSz6EHb-g
2 comments:
მე ვიცი, შენი და 13-ის განსაკუთრებული relationship-ის შესახებ, ამიტომ ველოდები პოსტს ამ თემაზე :))
me mjera magisi da ara marto ert dolarianzea gamosaxuli chventvis sheumchneveli nishnebi sxva kupiurebzec aris. masonebi da saertod eg tema zaan sainteresoa da ratomgac sapudzvlianad aravin ugrmavdeba. miti tu realoba? haha =)) zaan sainteresoaa.
Post a Comment