

ჩემი კიდევ ერთი აღმოჩენა,ამ ბოლო პერიოდში,56 წლის ინგლისელი ფოტოხელოვანი მაიკლ კენაა.მას შემდეგ, რაც ის თბილისს ესტუმრა და ”ქარვასლაში” პერსონალური გამოფენაც გამართა,უამრავი ადამიანი დაინტერესდა მისი ბიოგრაფიით და მათ შორის ვარ მეც.ინტერესის ძირითადი მიზეზი მაიკლ კენას ყველასაგან გამორჩეული ნამუშევრები გახდა.ინგლისელ ფოტოგრაფს სხვა ფოტო ხელოვანებისგან თავისი ძალიან ინდივიდუალური სტილი და ფოტოხელოვნების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება გამოარჩევს.კენა იღებს პეიზაჟებს,თუმცა ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლის-ფერის გარეშე. მისი ფოტოები ყოველთვის შავ-თეთრია. ძალიან ძნელია გადაიღო შავ-თეთრი პეიზაჟი,მაგრამ ამავდროულად მოახერხო იმ ყველა ფერის აღქმადობის შენარჩუნება,რომელიც ამ კადრს რეალურად აქვს.მაიკლ კენა ამას ნამდვილად ახერხებს.
ასევე ძალიან საინტერესოა მისი დამოკიდებულება ფოტოგრაფის აპარატურის მიმართ.კენა თვლის,რომ არ არის საჭირო გქონდეს სუპერ თანამედროვე ფოტოაპარატი,იმისათვის,რომ შექმნა შედევრი.საკმარისია გქონდეს უბრალოდ ფოტოაპარატი.თვითონაც თბილისში ”დასკოჩილი” ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოების უმრავლესობა ჩამოიტანა ამ ყველაფრის სადემონსტრაციოდ.(უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ფოტოაპარატიც თან ჰქონდა.)
ამ ყველაფერმა მართლაც ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა იმ ადამიანებზე,ვინც მაიკლ კენას გამოფენას დაესწრო.მას შემდეგ მეც ,სადაც კი ფოტო ხელოვნებაზე ჩამოვარდება საუბარი მასზე ვყვები.ერთ-ერთ ლექციაზე პრეზენტაციაც კი გავაკეთე მაიკლ კენას შემოქმედების შესახებ და ძალიან კმაყოფილიც დავრჩი, იმიტომ,რომ დამსწრე სტუდენტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა ამ მართლაც არაჩვეულებრივი ფოტოგრაფის მიმართ.
იმედი მაქვს თქვენც დაინტერესდებით და უფრო დაწვრილებით გაეცნობით მაიკლ კენას ცხოვრებასა და შემოქმედებას:)
P.S თქვენთვის საჩვენებლად სწორედ ეს ფოტოები ავარჩიე, იმიტომ რომ პირამიდები და ლონდონის ”თაუერ ბრიჯი” ძალიან ბევრ ფოტოგრაფს აქვს გადაღებული, თუმცა კენას ფოტოები მაინც ყველასგან საოცარი სიმშვიდით, სიღრმით და ყველაზე მრავალფეროვანი შავ-თეთრი კადრით გამოირჩევა.
www.michaelkenna.net
2 comments:
anka, dzlian kaia blogi rom gagiketebia, gilocav da reitingul blogs gisurveb :) dzlian mikvars sxvisi blogebis kitxva, me tviton mezareba gaketeba :S
jer statiebi ar wamikitxavs, es chems pirvel shtabechdilebas giziareb, rom wavikitxav, mere shinaarszec mogwer! :)
mokled, warmatebul blogerobas gisurveb!!! :*
Post a Comment