14 May 2009

”ქოლგა 2009” დახურვა





14 მაისს ფოტოკონკურსი “ქოლგა” დაიხურა.
გამარჯვებულების დაჯილდოვება თი ბი სი ბანკის გალერეაში შედგა. დახურვაზე ბევრად უფრო დიდი ტექსტი მქონდა, ვიდრე გახსნაზე:)



ხალხი ძალიან ბევრი მოვიდა...დარბაზი მთლიანად გაივსო...

ქოლგას სულ 5 გამარჯვებული ჰყავდა და ერთიც საპატიო ჯილდო ქართულ ფოტოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

წელს მართლაც ძალიან ბევრი საინტერესო ფოტო იყო. მე გირჩევთ მიხვიდეთ “ქარვასლაში” და დაათვალიეროთ. სულ მალე კი ალბათ ქოლგის ოფიციალურ საიტზეც დაიდება.

www.kolga.ge

სამწუხაროდ აღარ მახსოვს გამარჯვებულების სახელები და გვარები, ჩემი ტექსტი კი სადღაც დამრჩა:)

მოკლედ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. აუდიტორია საკმაოდ კარგი იყო:)ძალიან ჩართულები იყვნენ საღამოს მიმდინარეობაში...აპლოდისმენტები ყველაზე დიდი სტიმული ყოფილა...სულ დამავიწყდა ნერვიულობა და ყველაფერი:)

რამდენიმე არასასიამოვნო ინციდენტი მაინც იყო. მაგალითად ერთი გამარჯვებული დარბაზში არ აღმოჩნდა და როგორც ამ დროს საერთოდ ხდება ხოლმე წამიერი, მაგრამ საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა დარბაზში:)
ერთ-ერთი ნომინაციის გამოცხადების დროს კი, თურმე როგორც მერე მიამბეს, როდესაც ვაცხადებდი იმ ადამიანების სახელებს და გვარებს ვინც ნომინირებულები იყვნენ, ერთ მოხუცს ეგონა, რომ ის იყო გამარჯვებული და მისი სახელის გამოცხადებისას წამოდგა, მოიხსნა ფოტოაპარატი და მოემზადა გამოსასვლელად, ამ დროს კი მე სხვა გამარჯვებული გამოვაცხადე:( ესეთ უხერხულ სიტუაციებზე ძალიან ცუდად ვხდები, მითუმეტეს თუ მოხუცებზეა საუბარი....შემეცოდა ის კაცი, თურმე გაოგნებული სახე ჰქონია..

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ერთ-ერთი ჯილდო იყო ქართულ ფოტოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც იური მეჩითოვს გადაეცა, რის შემდეგაც ეკრანზე მისი გადაღებული ფოტოების კოლაჟი გავიდა. საინტერესო ფაქტია, რომ დამსწრე საზოგადოებამ ერთდროულად ტაში დაუკრა მხოლოდ იმ ფოტოს, რომელიც ყველაზე ცნობილი იყო, რადგან როდესაც იური მეჩითოვზეა საუბარი სულ ამ ფოტოს აჩვენებენ (ჰაერში ამხტარი ფარაჯანოვი). ეს თავისთავად ძალიან კარგი ფოტოა, მაგრამ არანაკლებია სხვებიც....

მოკლედ გახსნასთან შედარებით ბევრად კარგი, მგრძნობიარე აუდიტორია დამხვდა... ზუსტად მაშინ უკრავდნენ ტაშს, როცა ეს საჭირო იყო :) მეც ვახერხებდი ამოსუნთქვას და აზრების მოკრებას

ქოლგა 2009 დასრულდა. პოლონელმა ჟიურიმ ყველა ფოტოხელოვანს ასეთი რჩევები მისცა: გადაიღეთ ბევრი ფოტო, იყავით კრეატიულები, არ შეგეშინდეთ თავად დადგათ მოქმედება კამერის წინ....

დაელოდეთ ქოლგას მომავალ 2010 წელს:)

No comments: