17 May 2009

ფენ შუი – კავშირი სამყაროსა და ადამიანს შორის


ცოტა ხნის წინ ფენ შუით დავინტერესდი. ძველ დროში ჩინეთში, ფენ შუის თვლიდნენ მაკავშირებლად ადამიანსა და სამყაროს შორის. სწორედ ფენ შუის მეშვეობით ხდებოდა ენერგიის გაცვლა. დღესაც ასეა. ის ადამიანები, ვინც ფენ შუის მიმდევრებად ითვლებიან, იცავენ გარკვეულ წესებს, იმისათვის, რომ მათ გარშემო მხოლოდ კარგი ენერგია ტრიალებდეს. ეს ნივთებისთვის, მათთვის განკუთვნილი ადგილების მიჩენითაც მიიღწევა.


ფენ შუის მიხედვით, ჩვენს სახლებში არსებობს ზონები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილზე არის პასუხისმგებელი.
სურათზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რვაკუთხედი, ე.წ “ბაგუა”, სადაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რომელ კუთხეს რომელი ფერი შეესაბამება და რაზეა პასუხისმგებელი.

ბაგუაში სულ 9 ფერია: შავი, ლურჯი, მწვანე, იასამნისფერი, წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ნაცრისფერი და ყვითელი. თითოეული ფერი აღნიშნავს კარიერას, ცოდნას, ოჯახს, რეპუტაციას, სიყვარულს, კრეატიულობას, იღბალს, ჯანმრთელობას და წარმატებას.
ბაგუა ასევე 5 ელემენტს შეიცავს. ესენია: მიწა, წყალი, ხე, ცეცხლი და მეტალი.

მას შემდეგ, რაც კარგად გაიცნობ ბაგუას წყობას, უკვე შეგიძლია იფიქრო, თუ როგორ შეიძლება გადააკეთო შენი საცხოვრებელი სახლი ისე, რომ მუდმივად დადებითი ენერგიეს გარემოცვაში ტრიალებდე. ეს არც ისე ძნელია, თუმცა ფენ შუი მხოლოდ ბაგუა არ არის. არსებობს კიდევ რამდენიმე მარტივი წესი, რომელიც ხელს უწყობს კარგი გარემოს შენარჩუნებას. პირველ რიგში უნდა გადაყაროთ ყველა ის ნივთი, რომელიც არ გჭირდებათ ან თქვენში ცუდ ემოციას იწვევს, ხშირად უნდა გაანიავოთ ოთახი, შეეცადეთ ოთახი იყოს ნათელი, გქონდეთ მცენარეები, ოღონდ განათავსეთ ისინი ბაგუას მიხედვით...
მოკლედ კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება შეცვალოთ ფენ შუის დახმარებით.

ასე რომ გადაადგილეთ ნივთები, შეიცვალეთ გარემო, რა იცით იქნებ სწორედ ამან შეგიქმნათ სრული ჰარმონია:)

2 comments:

Sophie שרה Golden said...

აუ, ისე რა საინტერესოა.
თუმცა ერთი ნაცნობი მყავს, რომელიც გადარეულია ამ ფენ შუიზე და სახლში რაღაც ნაკადულებიც კი გააკეთა, მწვანე კუთხე და წყალი მოჩუხჩუხებს :D
მე თვითონ იდეა მომწონს - კავშირი ადამიანებსა და სამყაროს შორის, ახლა ჩავუჯდები და მოვძებნი ინფორმაციას ამის შესახებ.

sweety said...

aaaaa rogor miyvars feng shui!!!

ai chems blogzec miceria ragaceebi:

http://sweet.ge/tag/feng-shui/