01 June 2009

ისევ აზია


ჩემი აზიისკენ მიდრეკილება გრძელდება:)

ამჯერად დავიწყე იაპონელი ავტორის ჰარუკი მურაკამის კითხვა. ძალიან მინდოდა შემდეგ პოსტებშიც იოგაზე და ფენ შუიზე მესაუბრა, იმიტომ რომ წინა პოსტები ცოტა არ იყოს ზედაპირული გამომივიდა, მაგრამ ვთვლი, რომ ამ თემებს მაინც ვერ ამოვწურავ და რაც არ უნდა ბევრი ვწერო მაინც ზედაპირული გამომივა. პრინციპში ძალიან სიღრმისეულად არც ვიცი ეს თემები. მოკლედ მირჩევნია ვინც დაინტერესდება თავად მოიძიოს ინფორმაცია:)



რაც შეეხება მურაკამის, ჯერ მხოლოდ ერთი ნაწარმოები Слушай песню ветра წავიკითხე და ძალიან კმაყოფილიც დავრჩი. ძალიან მარტივად იკითხება სრულიად გენიალური აზრები:) ჩემთვის ჰარუკი მურაკამის ნაწარმოებები ზუსტად ისეთია, როგორსაც ყველაზე დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. თითქოს ძალიან მარტივი, მაგრამ ამ სიმარტივეში მართლაც ბევრი საინტერესოს ამოკითხვა შეიძლება. კითხვის დროს გიჩნდება განცდა, რომ ეს არის ერთი ბანალური მოთხრობა, სადაც ზუსტად იცი როგორ დასრულდება ყველაფერი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდება, რომ ყველაფერი სულ სხვაგვარადაა....

Слушай песню ветра-ში მოთხრობილია 21 წლის ბიჭის არც ისე მრავალფეროვანი ცხოვრების შესახებ. მთელი ნაწარმოები ძირითადად ბიჭის ფიქრებს, მის აზრებს ეთმობა და სწორეს ეს არის ყველაზე საიტნერესო. როგორ აღიქვამს ერთი იაპონელი ბიჭი მის გარშემო არსებულ მოსაწყენ სამყაროს.

ამ მოთხრობაში არის სევდაც, სიმარტოვეც, მეგობრობაც, მოწონებაც, სიყვარულიც...მოკლედ ყველაფერი ის რაც შეიძლება, რომ ერთი შეხედვით ბანალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე სულაც არ არის...

იაპონელ ბიჭს მოწონს გოგო, რომელსაც რატომღაც ავტორის გადაწყვეტილებით ერთ ხელზე ოთხი თითი აქვს...ჩემთვის ეს ფაქტორი თითქოს რაღაც ხელისშემშლელი აღმოჩნდა და ჩემ თავზე გავბრაზდი, მერე რა რომ ოთხი თითი აქვს?? ალბათ ავტორმა ეს გადაწყვეტილება სწორედ იმიტომ მიიღო, რომ ეს სასიყვარულო ისტორიისმაგვარი რაღაც ჩვეულებრივი, ბანალური არ გამოსულიყო რავიცი:)

მოკლედ ეს ერთი მაგალითიც მოწმობს, რომ ჰარუკი მურაკამი არ არის ყველასნაირი, ერთფეროვანი და მოსაწყენი...

მე გირჩევთ, რომ თქვენც გადაიკითხოთ...

მე ახლა ახალი რომანის “Dance, Dance, Dance” კითხვა დავიწყე და შთაბეჭდილებებს მოგვიანებით გაგიზიარებთ:)

6 comments:

Anonymous said...

murakami chveni drois ert erti kvelaze saintereso imdenad ara ramdenadac ucnauri mceralia, da kargad gamodis kidec :) norwegian woods caikitxe chemi rcheva ikneba shemdegi

anka said...

aucileblad gavitvaliscineb shens rhcevas:)

Sophie שרה Golden said...

ანკა, ისე დამაინტერესე მურაკამით, როგორც კი მოვრჩები სწავლას (უჰუუუუუუუუუ), ეგრევე ვეტაკები მის წიგნებს. თან ისე საინტერესოდ აღწერე იმ 21 წლის ბიჭის ისტორია... მადლობა :)

anka said...

mixariaa sofii shengan eseti komentariii:)

Unknown said...

მურაკამის ნადირობა ცხვარზე ჩემი უსაყვარლესი წიგნია.

Anonymous said...

იაპონია მიყვარს ძალიან და ოცნებებში სულ მაგ მხარეს მივემგზავრები :)
გეიშების ინსტიტუტზე ვაფანატებ :დ
სწორედ მაგასთან დაკავშირებით მონძაემონ ჩიკამაცუს "შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ხიდებზე" თუ რაღაც ეგეთი წავიკითხე. სხვათა სორის, მომეწონა ;)