26 June 2009

Grasshopper rebranding


დღეს ძალიან ბევრი პოსტი გამომივიდა, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო სარეკლამო რგოლი ვნახე და არ შემეძლო არ მეჩვენებინა თქვენთვის.
Grasshopper ანუ კალია არის კომპანია, რომელიც მცირე ბიზნესების სატელეფონო კავშირს უზრუნველყოფს.



მაისში კომპანიას რებრენდინგი ჰქონდა და ჩაატარეს ესეთი აქცია. ყველა Key Stakeholder-ს ანუ ყველა იმ ადამიანს ვინც დაინტერესებულნი არიან მათი საქმიანობით და ამასთანავე გავლენაც აქვთ მათზე, გაუგზავნეს შოკოლადის კალია (იხილეთ ფოტო), სადაც ეწერა “Entrepreneurs can change the world” და ასევე მითითებული იყო You Tube-ის ლინკი.
ვიდეო შეიქმნა მცირე ბიზნესების წასახალისებლად და იწყება ასეთი სიტყვებით: “Do you remember when you were a kid…And you thought you could do anything?”დანარჩენს თქვენ თვითონ ნახავთ. ფაქტია,რომ ეს ვიდეო ათასობით ადამიანმა იხილა და კარლი კომანდოს მუსიკა, რომელიც ვიდეოს ფონად აქვს ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიყვარა:) შემქმნელები იძულებულები გახდნენ სიმღერა iTunes-ით გაევრცელებინათ. ეს არის Viral Marketing-ის ძალიან კარგი მაგალითი...კრეატიული იდეა ყოველთვის შედეგის მომტანია:))))

ნახეთ და ისიამოვნეთ:)

http://www.youtube.com/watch?v=T6MhAwQ64c0

3 comments:

DANKE said...

159,620 views , youtubeze amdenma ixila

anka said...

xo ert-ert saitze arascori informacia iko, mec vnaxe eg da shevcvale:):):):)

Anonymous said...

მშვენიალურია :)