დღეს ძალიან ბევრი პოსტი გამომივიდა, მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო სარეკლამო რგოლი ვნახე და არ შემეძლო არ მეჩვენებინა თქვენთვის. Grasshopper ანუ კალია არის კომპანია, რომელიც მცირე ბიზნესების სატელეფონო კავშირს უზრუნველყოფს.
ამჯერად დავიწყე იაპონელი ავტორის ჰარუკი მურაკამის კითხვა. ძალიან მინდოდა შემდეგ პოსტებშიც იოგაზე და ფენ შუიზე მესაუბრა, იმიტომ რომ წინა პოსტები ცოტა არ იყოს ზედაპირული გამომივიდა, მაგრამ ვთვლი, რომ ამ თემებს მაინც ვერ ამოვწურავ და რაც არ უნდა ბევრი ვწერო მაინც ზედაპირული გამომივა. პრინციპში ძალიან სიღრმისეულად არც ვიცი ეს თემები. მოკლედ მირჩევნია ვინც დაინტერესდება თავად მოიძიოს ინფორმაცია:)