“ქოლგა”
8 მაისს, მთაწმინდის პარკში, გაიხსნა ფოტოკონკურსი “ქოლგა”. ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს ფოტოკონკურსი და დიდი სიამოვნებით ვათვალიერებდი ყოველწლიურ კატალოგებს. წელს კი, როდესაც დამირეკეს და გახსნისა და დახურვის საღამოების წაყვანა შემომთავაზეს ძალიან გამეხარდა.
ტექსტი მოვამზადე...ამინდი არც ისე კარგი იყო...ყველა ელოდა, რომ გაწვიმდებოდა და ქოლგები გამოფენილი ფოტოების გარდა, სტუმრებსაც დაჭირდებოდათ. თემატური კი იქნებოდა, მაგრამ არც ისე სასურველი :)
საღამო 6 საათზე დაიწყო. ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებული არაჩვეულებრივი კლასიკური მუსიკა ძალიან მოუხდა გარემოს, რომელიც მთაწმინდის პარკში იყო შექმნილი...
3500 ფოტოდან პოლონელმა ჟიურიმ 101 აარჩია და სწორედ ეს ფოტოები იყო წარმოდგენილი. მე მართლაც ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ საერთო სურათი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. გასაკვირი არც არის, რომ ნამუშევრების უმრავლესობა აგვისტოს ომს ასახავდა. თუმცა, როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, წლევანდელი ფოტოების საერთო დონე საკმაოდ მაღალი იყო. ეს გამოფენასაც დაეტყო.
როგორც აღვნიშნე, საკმაოდ ცუდი ამინდი იყო და ძალიან მციოდა. ერთი სული მქონდა ჩემს სიტყვას როდის ვიტყოდი და სახლში წავიდოდი:)როგორც ქართველებს საერთოდ სჩვევიათ, ყველა ერთი საათის დაგვიანებით მოვიდა და მეც ამ დროს ავედი სცენაზე. საერთოდ არ ვნერვიულობდი...საერთოდ, ესეთ დროს როგორც წესი არასოდეს არ ვნერვიულობ, არ ვიცი რატომ:) ტექსტი ძალიან მარტივი და მოკლე მქონდა, თუმცა მიკროფონმა მაინც მოასწრო და 3-ჯერ გამეთიშა...ამან ცოტა ამანერვიულა და საერთოდ არ მახსოვს რა და როგორ ვილაპარაკე:)როგორც მერე მითხრეს არც ისე ცუდად:)
სანამ სცენაზე ავიდოდი, უცებ დათბა, მზე გამოვიდა და ხალხიც შეიკრიბა. მეც გამოვედი სიტყვით და ამვისუნთქე:) მართლაც ძალიან კარგი გარემო იყო. ამდენი არაჩვეულებრივი ფოტო, კარგი ამინდი, კარგი მუსიკა, ბევრი ხალხი...
საერთო ჯამში, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ფოტოკონკურსის დახურვა და გამარჯვებულების დაჯილდოვება 14 მაისს, თი ბი სი ბანკის გალერეაში შედგება. გამარჯვებულები 5 ნომინაციაში დაჯილდოვდებიან: საუკეთესო პორტრეტი, საუკეთესო პეიზაჯი, საუკეთესო ჟანრული ფოტო, მთავარი პრიზი და სპეციალური ნომინაცია “ევროპა დღეს”. ამაზე შემდეგ პოსტში მოგიყვებით...
2 comments:
ძალიან კარგია!!!
დარწმუნებული ვარ, რომ მშვენივრად წაიყვანე ეს ფესტივალი.
კარგია, რომ დაბრუნდი, წარმომიდგენია, რა ძნელია ინტერნეტის გარეშე ყოფნა.
ხოო რავიცი მემგონი გამომივიდა, ყოველშემთხვევაში ასე მეუბნებიან:))))
Post a Comment